0
მენიუ
banner banner

"მადლობა სმარტ აკადემიას საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნისთვის" - ლინა მხითარიანის შთაბეჭდილება

"მადლობა სმარტ აკადემიას საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნისთვის" - ლინა მხითარიანის შთაბეჭდილება

 

ლინა მხითარიანმა სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი წარმატებით გაიარა და საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“დღევანდელ დღეს ნებისმიერი ბიზნესი საჭიროებს ციფრულ სივრცეში არსებობას. აქედან გამომდინარე, ჩემი მიზანი იყო შემესწავლა მარკეტინგული აქტივობების ონლაინ წარმართვა.”

კურსი - ციფრული მარკეტინგი

კურსის მიმართ არსებული ყველა მოლოდინი გადაჭარბებით გამიმართლდა. სმარტ აკადემიის გუნდის წევრების მიდგომა სტუდენტების მიმართ ქმნის წარმოუდგენლად მეგობრულ და ყურადღებიან გარემოს. სილაბუსი არის დეტალურად გაწერილი, ყველა ლექცია განრიგის მიხედვით ჩატარდა, საკომუნიკაციო არხები კი მოწესრიგებული იყო - საერთო ჯამში, ამ დეტალების გაერთიანებით მარტივდება ცოდნის მიღება.

კურსის განმავლობაში 

ვისწავლე ბიზნესის ონლაინ სივრცეში წარმოჩენა; აუდიტორიის სეგმენტირება/თარგეთირება და ამ აუდიტორიამდე მიღწევის ყველა შესაძლო ხერხი; ყველა ტიპის ციფრული რეკლამა;  მიღებული მაჩვენებლების ანალიზი და სხვა მრავალი რამ.

შემიძლია ვთქვა, რომ კურსის განმავლობაში განმივითარდა კრეატიულობის უნარი, რადგან მომხმარებლამდე მისასვლელი გზა მეტწილად ციფრული მარკეტერის მოვალეობაა და მნიშვნელოვანია ახალი იდეების მოფიქრება, რომ არ დარჩე შეუმჩნეველი შენი სეგმენტისთვის.

ლექტორის შესახებ

თიო ძალიან შემიყვარდა, გარდა იმისა რომ ძალიან კარგი ლექტორია, ის, ამავდროულად, საოცარი ადამიანია. შეუძლებელია არ შეამჩნიო ლექტორის პიროვნული თვისებები 20 ლექციის განმავლობაში. თიო არის თავის საქმის პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი. დაუღალავად ხსნიდა ყველა დეტალს და ცდილობდა თავისი გამოცდილება ჩვენამდე მოეტანა.

გამორჩეული ლექცია

ჩემთვის ყველა ლექცია გამორჩეული იყო, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ციფრული სტრატეგიის ლექცია.

პროფესია - ციფრული მარკეტერი

ზოგადად, ყოველთვის მაინტერესებდა მომხმარებლის ქცევა ბრენდებთან მიმართებაში. ამ პროფესიაში კი მომწონს, რომ გიწევს მომხმარებლის შესწავლა.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიაში კურსის გავლაზე ბევრი რჩევა მიმიღია მეგობრებისგან, ახლა დავრწმუნდი რატომაც. აქ მიღებული ცოდნის გამოყენება დავიწყე ლექციების პარალელურად. მადლობა სმარტ აკადემიას საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნისთვის.

დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები